China International Import - საერთაშორისო გამოფენა

07 ნოემბერი 2024, 10:50 215 ნახვა

40-მდე ქართული კომპანია საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც შანხაიში იმართება, სადაც საქართველო სამი პავილიონითაა წარდგენილი, ესენია: ეროვნული, საკვებისა და სასმელის და საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონები.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიას და კულტურას, უნიკალურ დამწერლობას და ღვინის წარმოების საუკუნოვან ტრადიციებს.

გამოფენაზე ქართულ კომპანიებს წარმოდგენილი აქვთ ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქცია, ტყავეული და აქსესუარები, ტანსაცმელი და სხვა.

საქართველო გამოფენაში ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში