დღეიდან 1 თვის განმავლობაში საავტამობილო მოძრაობა იზღუდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ჟიული შარტავას გამზირის კვეთიდან მამია ვარშანიძის ქუჩის კვეთამდე. ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნული ქუჩის, ასევე გენერალ ასლან აბაშიძის I ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.
შეზღუდვის პერიოდში, N15 მუნიციპალური ავტობუსი გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის ნაცვლად ვახტანგ შამილაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს.