გამოძიება სავარაუდო გაყალბების გარშემო

06 ნოემბერი 2024, 18:12 354 ნახვა

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იკითხება.
გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაბარებული ირმა ხოროიშვილი , რომელიც ბათუმის 79-ე ოლქის კომისიის წევრია, პროკურატურას ჩვენებას მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით აძლევს. სხდომის დაწყებამდე როგორც მან განაცხადა, გამოძიებას ყველა იმ მტკიცებულებას წარუდგენს, რაც მისივე განცხადებით კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლასა და სხვა დარღვევებს ასახავს. ადვოკატის ინფორმაციით ამავე საქმეზე პროკურატურა მაგისტრ მოსამართლესთან კიდევ 5 მოწმეს დაკითხავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში