ლონდა თოლორაიას გამოკითხვა მაგისტრანტ მოსამართლესთან  

06 ნოემბერი 2024, 14:03 240 ნახვა

ლონდა თოლორაიას  გამოკითხვა, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. ჩვენება  სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ჩვენება სასამართლოს  მაგისტრანტ მოსამართლის თანდასწრებით მისცა. 

როგორც  სხდომის დასრულების შემდეგ მან მედიას განუცხადა,   სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს.  ლონდა თოლორაიას  განცხადებით, არჩევნების გაყალბების  მტკიცებულებების არსებობს როგორც მოწმეების, ასევე ფოტოებისა და ვიდეო მასალის სახითაც. 

შეგახსენებთ, სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთია, რო+-მელიც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.

ლონდა თოლორაია არჩევნების  სამართლიანად ჩატარებას ეჭვ ქვეშ აყენებს და აცხადებდა, რომ   26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე  ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს, ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა.

ასევე, თოლორაიას განმარტებით, არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენი დაბეჭდილი იყო თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირებას ხდიდა შესაძლებელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში