გორის სასამართლომ უბნების ბათილობაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

06 ნოემბერი 2024, 10:05 250 ნახვა

გორის რაიონულმა სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა გვიან ღამით გამოაცხადა.

მოსამართლემ  არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“  სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია გორის 32-ე საარჩევნო ოლქის 14 უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა.

ასევე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ექსპერიმენტის ჩატარებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში