მე-6 საარტილერიო ბრიგადა 16 წლისაა

01 ნოემბერი 2024, 16:54 177 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა.

საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა, დავით ფოფხაძემ მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

საზეიმო ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით, გაიმართა „ღია კარის დღეც“, რომელსაც სამტრედიისა და ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

სტუმრებმა სიმულაციების კლასი და გამოფენილი სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერეს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში