რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

31 ოქტომბერი 2024, 09:55 110 ნახვა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 34 დაშავდა.

ამასთან, გუშინ ღამით რუსებმა ოდესის რეგიონს დაარტყეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, მათ, დაახლოებით, 10 რაკეტა ისროლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი