საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.
როგორც აღინიშნა, ეს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის ევროპის ენერგოსისტემის უსაფრთხოების თვალსაზრისით.