ქართველმა ხალხმა მშვიდობისა და ევროპული არჩევანი გააკეთა - ვიქტორ ორბანი

29 ოქტომბერი 2024, 11:40 245 ნახვა

ვეცნობი საერთაშორისო გამოხმაურებასაც და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმისი თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, -  განაცხადა  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, ვეცნობი საერთაშორისო გამოხმაურებასაც და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმისი თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული, იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა. ეს ასეა.

 

ჩვენ, უნგრელები ასევე არჩევნებში ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, ანგარიშში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი. ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას.  

„ქართველმა ხალხმა მშვიდობისა და ევროპული არჩევანი გააკეთა. მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. მე წავიკითხე და გავეცანი თქვენს კონსტიტუციას. თქვენი კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ყველა მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ, ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა“, - აღნიშნა ორბანმა.

მისივე განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ვიქტორ ორბანის განმარტებით, არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით, უნგრეთშიც ასეა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი