„არჩევნების შედეგების არაღიარება იქნებოდა ქართველი ხალხის ნების სერიოზული იგნორირება და ამ გზით დემოკრატიული პროცესის დარღვევა“ - ანდრეს ჰუნკო

28 ოქტომბერი 2024, 13:04 295 ნახვა

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ბუნდესტაგის და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ანდრეს ჰუნკო განცხადებას ავრცელებს.

გერმანელი დეპუტატის თქმით, როგორც ელექტრონულმა, ასევე ხელით დათვლამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელურმა გადამოწმებამ „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 54 პროცენტი მიანიჭა, ოპოზიციურმა ალიანსმა, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ კი 11 პროცენტზე ნაკლები მიიღო.

"ქართველი ხალხის ნებას პატივი უნდა სცენ. ეჭვი არ არის, რომ დიდმა უმრავლესობამ ხმა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" მისცა. როგორც ელექტრონულმა, ასევე ხელით დათვლამ, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგმა აჩვენა, რომ ხმების 54% "ქართული ოცნების" მხარესაა. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა ალიანსმა "ცვლილებებისთვის" 11%-ზე ნაკლები მიიღო... არჩევნების შედეგების არაღიარება იქნებოდა ქართველი ხალხის ნების სერიოზული იგნორირება და ამ გზით დემოკრატიული პროცესის დარღვევა," - წერს X-ის საკუთარ გვერდზე ბუნდესტაგის წევრი ანდრეს ჰუნკო.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი