საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53,06 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ჯამში 38.22% აქვს

27 ოქტომბერი 2024, 00:43 392 ნახვა

ცესკო-ს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 2 242 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 53,06 პროცენტი აქვს (955 622 ხმა).

რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები ამ დროისთვის, ჯამში, 38.22 პროცენტს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად:

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11.17% (201 275 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9.84% (177 349 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.99% (162 056 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 8.22% (148 007 ხმა).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში