მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს, გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი - ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2024, 20:16 368 ნახვა
 

ბოლო ოთხი წელი განსაკუთრებულად რთული იყო, ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია, ვერც ერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის გვერდით დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და  მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კობახიძემ.

„გორბის“ ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერმა საქართველომ“ - 7.0 %. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში