"ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო

25 ოქტომბერი 2024, 14:44 342 ნახვა

"ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით, "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის მშენებლობის ფარგლებში, ტერიტორიაზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, სადაც ჯამში 1077 ბინა მოეწყობა.

შენობებში გაზიფიცირების და ყველა სხვა საინჟინრო კომუნალური სისტემა მოეწყობა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 112 მილიონ 236  ათას 484 ლარს შეადგენს.

დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა 31 ოქტომბრამდე შეუძლიათ.

"ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, სამი 12-სართულიანი სახლი უკვე აშენდა და  582 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი