Associated Press - საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს ევროპაში 

25 ოქტომბერი 2024, 10:08 251 ნახვა

საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს. ასეთი სათაურით “Associated Press”-ში სტატია გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის 3.7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მათ ცხოვრებაში, ეს იქნება გადამწყვეტი ხმა ევროკავშირში გაწევრიანების შანსზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანებას.

გამოცემა ასევე წერს, რომ ივლისში ბრიუსელმა გაერთიანებაში შესვლის წინადადება საქართველოსთვის განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

აქვე აღნიშნულია, რომ არჩევნების წინ მმართველი პარტიის სარეკლამო კამპანია აცხადებდა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობდა გავლენა მოეხდინა ევროკავშირსა და აშშ-ზე, რათა გაეფართოვებინათ კონფლიქტი უკრაინაში და „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლება ჩამოერთვათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი