მარკოზ აჭარელის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემები

23 ოქტომბერი 2024, 14:49 292 ნახვა

კოალიცია ‘’ძლიერი საქართველო’’ მარკოზ აჭარულის 15 ნომერში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებზე საუბრობს და ბათუმის მერიას აკრიტიკებს. ვაჟა დარჩიას განცხადებით, კანონი ავარიული სახლების შესახებ, სწორედ დაუსრულებელი სახლებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს, თუმცა ეს კორპუსი ამ პროგრამაში ვერ მოხვდა, თუ რატომ - ამ კითხვაზე მისი განმარტებით, ბათუმის თვითმმართველობისგან პასუხი ვერ მიიღო.

დაუსრულებელ კორპუსში, ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე 55 ოჯახი ცხოვრობს. მათი ინფორმაციით, არ არის საკანალიზაციო სისტემა, აქვთ ელექტროენერგიის პრობლემა, სახურავიდან ჩადის წყალი - მოსახლეობა ამბობს რომ პრობლემის მოსაგვარებლად ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს. აცხადებენ, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება წლებია ვერც სამშენებლო კომპანიამ უზრუნველყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში