უკრაინაში საჰაერო განგაში ქვეყნის რამდენიმე ოლქში სამხრეთიდან “შაჰედის“ დრონების გაშვების გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა იყო კიევში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
დაიბომბა ხარკოვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამავე დროს, უკრაინული საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ რუსულმა ძალებმა რამდენიმე ლოკაციაზე პოზიციები გაიუმჯობესეს.
ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და სოფელი ნოვო-სადოვე დაიკავეს, რუსულმა ჯარებმა მიაღწიეს კუპიანსკის რაიონში მდინარე ოსკოლამდე.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა შეუტიეს ფრონტის 12 მიმართულებას, სადაც 166 სამხედრო შეტაკება მოხდა.