ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მოქალაქეებმა სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს

22 ოქტომბერი 2024, 13:14 289 ნახვა

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე  მოქალაქეებმა სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს.

მათი განცხადებით, ისინი უსახლკაროები არიან და ხელისუფლებას ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ამბობენ, რომ შენობაში 20-მდე ოჯახია და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

შენობის გარეთ კიდევ რამდენიმე ოჯახი იმყოფება, რომლებსაც ასევე შენობაში შესვლა სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.

მათ შენობა გვიან ღამით დაიკავეს. ბაქოს ქუჩაზე, სამართალდამცავები იმყოფებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი