200-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე. საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ 16-სართულიან კორპუსში 800 ბინას აერთიანებს.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში მშენებლობა თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართს ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.