შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე კლდის მასივის ჩამოშლის გამო დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს პერიოდში დაიწყება.