პარტია "გახარია საქართველოსთვის" კიდევ ერთმა წევრმა დატოვა.
ამჯერად, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრმა, თინათინ ნახუცრიშვილმა მიიღო.
ნახუცრიშვილის თქმით, მასთან ერთად გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ, კიდევ ორმა წევრმა მიიღო, რომლებიც მიზეზად ასახელებენ, რომ მათ კუთვნილი ანაზღაურება 2021 წლის თვითმმართველობის შემდეგ არ აუღიათ.
„2021 წლის არჩევნებზე შემთხვევით მოვხვდი მუშტაედში გახარიას პარტიის შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და მაგის გამო, გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, დავხმარებოდი. ბევრი ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ. კიდევ გვქონდა იმედი, რაღაც იქნება, მაგრამ, დღეს უკვე გადავწყვიტეთ, არაფერი გამოვა მაგ ადამიანისგან და თავის სახე დაგვანახა“, - განაცხადა ნათია ნახუცრიშვილმა.
მანამდე, გახარიას პარტია, რუსთავის ორგანიზაციის წევრმა, ერეკლე დოლიძემ დატოვა.