აჭარის მთავრობის სხდომა

18 ოქტომბერი 2024, 14:19 302 ნახვა

2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა დღეს თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. რეგიონის პირველი პირის განმარტებით, პროგრამები მორგებულია აჭარის თითოეული მცხოვრებლის საჭიროებებზე. პროექტების ნაწილზე უკვე გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვები. ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპზე  ბინას  1 100 ოჯახი მიიღებს.  

ასევე ქობულეთში აშენდება 150 ოჯახზე   სოციალური სახლი.  ამასთან დაგეგმილია ქობულეთის სპორტკომპლექსის შესყიდვის პროექტების დაფინანსება.  

FIFA-ს სტანდარტების მოედნების რეაბილიტაცია-მოწყობა დაგეგმილია ხულოში, სპორტ სკოლასთან ერთად ქედაში ბეთლემის საფეხბურთო კლუბის შესაბამისი მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. ხელვაჩაურში მაჭახლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია,  შემდგომში უკვე სპორტსკოლის მშენებლობაა გათვალისწინებული.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, იზრდება როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერები ყველა მუნიციპალიტეტთან მიმართებაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში