თორნიკე რიჟვაძის ბრალდებები ოპოზიციას 

18 ოქტომბერი 2024, 14:58 262 ნახვა

აჭარის მთავრობის სხდომა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით დაიწყო რეგიონის პირველმა პირმა. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც მისი  განმარტებით, დადებითად არის შეფასებული წინა საარჩევნო გარემო.   

რეგიონის პირველმა პირმა ექსცესებზეც ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, გარკვეული ოპოზიციური რადიკალური ძალების მხრიდან ფიქსირდება. ნაციონალურ მოძრაობას თორნიკე რიჟვაძემ გამარგინალებული პოლიტიკური პარტია უწოდა.  

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი კი „ნაც მოძრაობის რეკეტად“ მოიხსენია.   

მთავრობის მეთაურმა გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაშვებულ შეცდომაზეც გააკეთა აქცენტი და განაცხდა, რომ  მხოლოდ ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე აკეთებს გათვლას.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი