დევნილებისთვის ზუგდიდში ბინები აშენდება

15 ოქტომბერი 2024, 18:09 285 ნახვა

 

საქართველოს პერმიერ-მინისტრი დღეს ზუგდიდში ჩავიდა. ირაკლი კობახიძემ ჯანაშიას ქუჩაზე, დევნილებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუყარა საფუძველი. აშენდება 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი სულ 1700- ი ბინა იქნება. პრემიერი იმყოფებოდა ასევე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი მედიასთან განცხადება გააკეთა. პრემიერის თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ხანგრძლივი პროცესია და ის გრძელდება.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამბობს, რომ იგი თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და კონკურენციას გაუწევს სხვა კლინიკებს. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზია გაუსვა მის მნიშვნელობას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებთათვის, რადგან კლინიკა სამედიცინო მომსახურებას მათაც უწევს და პრემიერის შეფასებით ამ კუთხით კლინიკა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. ირაკლი კობახიძემ უპასუხა ასევე ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ურთიერთობები გადაიტვირთება. გამოეხმაურა ასევე ოპონენტებსა განცხადებებსა და დაპირებებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში