უხვი ნალექის შედეგი ბათუმში

13 ოქტომბერი 2024, 17:45 395 ნახვა

უხვი ნალექის შედეგები ბათუმში - დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და ეზო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. უწყების ცნობით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში