ბათუმში, 30-მდე ოჯახი უფუნქციო შენობაში შეიჭრა - მოქალაქეები საცხოვრისით უზრუნველყოფას ითხოვენ

13 ოქტომბერი 2024, 12:08 822 ნახვა

ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე, ყოფილ "ტექს-სერვისის" უფუნქიო შენობაში შეჭრილ 30-მდე ოჯახს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა. 

მოქალაქეები, რომლებმაც ავარიული შენობა თვითნებურად დაიკავეს აცხადებენ, რომ საცხოვრებლები არ გააჩნიათ.

ისინი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას და საცხოვრისებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია, ნაგებობა სახელმწიფომ სამი წლის წინ გაასხვისა და კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

ადგილზე, სამართალდამცავებთან ერთად, იმყოფებოდა შენობის მესაკუთრე, როინ დუმბაძე.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი