“ნოტები შემოდგომიდან” - ფესტივალი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა . შემოდგომის ფესტივალზე მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა მიმდინარეობდა. გამოფენის პარალელურად ჩურჩხელა მოამზადეს, ასვე მსურველს შეეძლო ელარჯის დაგემოვნება.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული მეღვინეობა- მევენახრობის დარგის კიდევ უფრო პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. ღონისძიებაში 30-მდე კერძო პირი და ორგანიზაცია მონაწილეობდა.