ეუთო-ოდირის შუალედური ანგარიში - შეფასება

12 ოქტომბერი 2024, 14:53 261 ნახვა

ეუთო ოდირის დასკვნამ  ზუსტად ასახა საქართველოში  არსებული პოლარიზებული გარემო, ასე აფასებენ ეუთო ოდირის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ოპოზიციის წევრები. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით ხელისუფლების მიერ ბოლო  თვეებში მიღებული კანონები  კიდევ უფრო აღრმავებს   და ქმნის მედიასა და არასამთავრობო სექტორზე ზეწოლის  საშიშროებას.

ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ უსამართლო და უთანასწორო   წინასაარჩევნო გარემოზე.    პრემიერ მინისტრი კი ეუთო იდირის  დასკვნას პოზიტიურად აფასებს.იდენტიფიცირებულ პრობლემად მხოლოდ პოლარიზაციას მიიჩნევს  და აცხადებს, რომ კონკურენტული არჩევნების კუთხით პრობლემები გამოკვეთილი არ არის, დასკვნის დანარჩენ ნაწილს კი  ჭორაობა უწოდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში