ქორეოგრაფმა მოზარდზე ფიზიკურად იძალადა

09 ოქტომბერი 2024, 11:19 2275 ნახვა

ძალადობის შემთხვევა აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. მძიმე  კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ასახავს თუ როგორ ძალადობს  ქორეოგრაფი ცეკვის გაკვეთილზე 12 წლის   მოზარდზე.  შემთხვევა ერთი თვის წინ  მოხდა, თუმცა  ინციდენტის შესახებ ცნობილი ახლა  გახდა. 

კადრებში ჩანს, რომ  ცეკვის მასწავლებელი მოსწავლეს ხელს რამდენჯერმე ურტყამს, ქორეოგრაფის დამხმარე ქალი კი ცდილობს ბავშვის დაცვას. 

სათვალთვალო კამერებიდან  ძალადობის  ამსახველი კადრები  მშობლების მოთხოვნით სამართლადამცველებმა  მას შემდეგ ამოიღეს, რაც სკოლაში  მომხდარი ინციდენტის გასარკვევად მივიდნენ. 

ქორეოგრაფიის მასწავლებელი მერაბ დოლიძე სამსახურიდან გათავისუფლებულია, მას  ბათუმის საქალაქო  სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ბავშვზე  ძალადობის შემდეგ ადგილი ჰქონდა ინციდენტს ქორეოგრაფსა და მოზარდის მშობლებს შორის. გამოძიება ძალადობის მუხლით გრძელდება.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში