ქობულეთში კაცი მოკლეს

08 ოქტომბერი 2024, 19:22 663 ნახვა

მკვლელობა მოხდა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში.  ფაქტს ადასტურებს სოფლის რწმუნებული.

მერის რწმუნებულის ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტის შედეგად სავარაუდოდ სანადირო თოფით, მოკლულია დაახლოებით 65 წლის კაცი. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. ასევე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.  

მომხდართან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი