თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში შეხვედრები გამართა

08 ოქტომბერი 2024, 18:10 470 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები  გამართა. 

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ბოლო წლებში პოზიტიურად შეიცვალა როგორც სამინისტროების დაფინანსება, ასევე, მთელი რიგი პროგრამა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. 

შეხვედრაზე მომავალი წლების პრიორიტეტების გეგმისა და სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს სამინისტროების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი