ოზურგეთში სოფელ ძიმითთან მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებასთან, მდინარის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
მდინარის ხშირმა ადიდება მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სოფელ ძიმითის მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებსაც უქმნიდა საფრთხეს, რამაც ნაპირსამაგრი დამბის აშენებისა და მილსადენის დამატებითი დაცვის საჭიროება დააყენა დღის წესრიგში.
აღნიშნული გაზსადენი დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.