დედაქალაქის მთავარი დღესასწაული თბილისობა გრძელდება. მთავარი ლოკაცია უცვლელია რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი. ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები ხორციელდება. გამოფენა გაყიდვები, ფესტივალები, კონცერტები. ღონისძების ფარგლებში გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადაეცა.
დააჯილდოვეს სხვადასხვა სფეროს 25 წარმომადგენელი. ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერები. დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და საპატიო თბილისელებს ახალი სტატუსი მიულოცა.