თბილისობას აღნიშნავენ დღეს დედაქალაქში. ღონისძიების მთავარი ლოკაცია რიყის პარკი და ორბელიანის მოედანია, ტერიტორიზე მოწყობილია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები ასევე ღია კინოთეატრი.მიმდინარეობს გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.
ჩატარდება მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. დღის ბოლოს 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოვებენ. დედაქალაქის მთავარი დღესასწაული 2 დღიანია და ხვალ დასრულდება.