შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

04 ოქტომბერი 2024, 16:47 247 ნახვა
 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, ქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით – 20 315 განაცხადი.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის პირველი მარტიდან განხორციელდა.

აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან – „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.

თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მას შეუძლია, ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება ვებგვერდის საშუალებით.

ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი