უსახლკაროების აქცია

03 ოქტომბერი 2024, 20:04 456 ნახვა

მოქალაქეების ნაწილი გოგოლის ქუჩაზე კერძო საკუთრებაში შეჭრას ცდილობს, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ. შეკრებილები ითხოვენ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას და ირწმუნებიან, რომ თანაგადახდას შეძლებენ.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ედუარდ ნაკაშიძე, რომლის განმარტებით, ტერიტორია კერძო საკუთრებაა და შეჭრა დანაშაულია.

რაც შეეხება მოქალქეების მოთხოვნებს, ნაკაშიძის თქმით, უნდა გაკეთდეს წერილობითი განცხადებები და ამის სემდეგ ინდივიდუალურად მოხდება მათი განცხადებები. სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ბენეფიციარებისთვის შესაბამისი პროგრამებით უზრუნველყოფა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში