ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი აჭარაში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.
კობა კობალაძემ ომის მონაწილეებს სამსახურის მუშაობის 10 წლიან ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა ქვეყნის დაცვაში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შეხვედრას ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო.