კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება

03 ოქტომბერი 2024, 14:01 330 ნახვა

ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუმადგომლობის საფუძველზე მიიღო.

ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსდება და დადგინდება  დანაშაულის ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პროკურორის განმარტებით, ექსპერტიზით ასევე დადგინდება  მკვლელობის დროს ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

გამოძიება ბექა ჯაიანს  37 წლის ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი