ილია დარჩიაშვილმა მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

03 ოქტომბერი 2024, 10:13 236 ნახვა

საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო უწყების ცნობით, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია ქალაქ მეხიკოში გაიმართა, მას 105 ქვეყნის და 22 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის დელეგატები ესწრებოდნენ, მათ შორის 16 ქვეყნის პირველი პირი და 20 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

„ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრეზიდენტ შეინბაუმს საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. ხაზი გაესვა საქართველოსა და მექსიკის გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და იმედი გამოითქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

მექსიკის პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებისთვის. აღინიშნა, რომ ეს კარგი იმპულსის მიმცემია ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი