„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი

30 სექტემბერი 2024, 10:02 57 ნახვა

საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერი კონცერტი ამჯერად ბათუმში გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მომღერლები, რომლებმაც  ყველასათვის ნაცნობი ჰიტები შეასრულეს. 

სცენიდან გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც, არტისტებმა მმართველ გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადეს და აქცენტი   მშვიდობაზე გააკეთეს.

კონცერტის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ლაშა ტალახაძემ და გენო პეტრიაშვილმა, რომლებიც მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში არიან. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში