ავარია ბათუმში

25 სექტემბერი 2024, 23:34 1708 ნახვა

ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალმა მსუბუქმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ჯერ შენობის კიბეს, შემდეგ  კი, რამდენიმე ათეული მეტრის მერე ბოძს შეეჯახა. ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ისხდნენ, რომლებმაც სხეულის  დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებებში.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში