4000-ზე მეტ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

25 სექტემბერი 2024, 18:18 252 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 4000-ზე მეტ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცემა, სამინისტროს ,,სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების თანადაფინანსება.

უწყების ინფორმაციით, 2024 წელს პროგარმით უკვე ისარგებლა 2800 მეტმა ფერმერმა. სულ დაფინანსდება 4 000-ზე მეტი ფერმერი. პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში