ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

23 სექტემბერი 2024, 19:59 935 ნახვა

ბათუმის ქუჩებში ნამდვილი დღესასწაული შექმნა ფრანგულმა თეატრალურმა დასმა, თოჯინების თეატრიდან ევროპის მოედნამდე მათ გიგანტური თოჯინისა და მუსიკალური ინსტრუმენტების  თანხლებით პერფორმანსი მოაწყვეს, გასართობი  შოუს კულმინაცია  ევროპის მოედანზე ბათუმის თოჯინების თეატრში  შექმნილ  გიგანტურ  თოჯინა ხეტიალასთან შეხვედრა იყო.

საზეიმო მსვლელობა ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის ნაწილი იყო. მანამდე კი  სპექტაკლ „ოჯახის“ პრემიერა გაიმართა,ფესტივალის ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია საკონკურსო და არასაკონკურსო 14 სპექტაკლის  ჩვენება ,ასევე   სხვადასხვა ლოკაციაზე მასტერკლასები და სემინარები უნდა გაიმართოს.

წელს ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და ქართულ დასებთან ერთად 6 უცხოური დასი იქნება  წარმოდგენილი. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 5 წევრიანმა ჟიურიმ უნდა გამოავლინოს.

სპექტაკლების ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრში  გაიმართება,სადაც დასწრება უფასო, ადგილები კი შეზღუდულია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში