კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

19 სექტემბერი 2024, 19:57 247 ნახვა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ბრალდებული ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებას იყენებს.

26 წლის ბრალდებულს გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებებში  ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში