საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება

19 სექტემბერი 2024, 18:03 165 ნახვა

26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე გადამზადებას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები გადიან.

ისინი დეტალურად ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა.

ტრენინგების პირველი ეტაპი ასევე თვალისწინებს კომისიების ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებებისა და საორგანიზაციო ფუნქციების და კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებული ელექტრონული აპარატების მუშაობის პრინციპების დეტალურ შესწავლას.

ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 195 ტრენერი ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი