არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

17 სექტემბერი 2024, 14:01 157 ნახვა

32  არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაცია მოუწოდებს  პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“  კანონების პაკეტს,   სახალხო დამცველმა  კი   მიიღოს ყველა  ზომა, კანონების პაკეტის კრიტიკული საჯარო შეფასებისა და მომავალში შესაბამის სასამართლოებში მისი გასაჩივრების მიზნით. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,     საკანონმდებლო  პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.

განცხადებაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ რომ კანონპროექტი  საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ, რომ  კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან მათი აზრით  იგი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი