ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური მოწვევით, ახალგაზრდა მევიოლინეებს მასტერკლასები ჩაუტარა ვენის ხელოვნების აკადემიის პროფესორმა, ვენის სიმფონიური ორკესტრის პირველმა კონცერტმაისტერმა ანტონ სოროკოვმა. მასტერკლასები ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს.