საინტერესო ინფორმაცია ტურისტული სეზონის წინ. გარდა იმისა, რომ ბულვარში ახალი საშხაპეები და საფეხმავლო ბილიკები გაკეთდება, ამოქმედდება ახალი რეგულაციები ფასებთან დაკავშირებითაც, კერძოდ შეზლონგი, რომლის ფასიც ზაფხულობით 5 ლარი ღირდა, მხოლოდ 3 ლარი უნდა ღირდეს. ტერიტორიების უნებართვო შემოსაზღვრა კი ჯარიმას ითვალისწინებს.