23 წელი 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 

11 სექტემბერი 2024, 09:15 193 ნახვა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია ალქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა, 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები ჩამოინგრა. შედეგად 2 ათას 606 ადამიანი დაიღუპა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას. მეოთხე კი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა. სულ 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი