საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი გამოავლინეს

10 სექტემბერი 2024, 17:09 122 ნახვა

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 35 141 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

„სამართალდამრღვევი პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1 552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში