განცხადებები  პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ

08 აპრილი 2017, 00:00 2347 ნახვა

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტის განცხადებას, გამოეხმაურა, სადაც გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს კრიზისზე საუბრობს. გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა ცდილობს მის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის განცხადებას ის დეტალურად პასუხს იმ მოხსენებით გასცემს, რომელსაც მოსამართლეთა რიგგარეშე მე-20 კონფერენციაზე წარადგენს. საკითხს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

 ლევან მურუსიძის განცხადებით, “სასამართლოს გვერდში უნდა დავუდგეთ და თუ არ დავუდგებით, ხელი არ უნდა შევუშალოთ მის განვითარებას”. მურუსიძე არ დაეთანხმება პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას, საფუძვლად კი  სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს, თუ რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს სასამართლოს და ასევე რამდენი დავა აქვს წაგებული სახელმწიფოს და ადმინისტრაციულ ორგანოებს სასამართლოში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი